კონკორდატი ვანდალებთან

455 წელს რომზე შეტევა ვანდალებმა მიიტანეს. მათ მოახერხეს ქალაქის აღება, რომელსაც 14 დღის განმავლობაში ძარცვავდნენ და ანადგურებდნენ. სწორედ ეს მოვლენები გახდა ახალი ტერმინის, „ვანდალიზმის“ გაჩენის მიზეზი, რომელიც აღნიშნავს კულტურული ღირებულებების უმიზეზოდ განადგურებას.  2002 წლის 14 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის გაფორმდა საკონსტიტუციო შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავდა საეკლესიო კულტურული მემკვიდრობების ბედსაც. კონკორდატის…

გიორგი არქანია: რა უნდა გვახსოვდეს რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ (1783-2008)

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ რუსეთის ხელისუფლების მისამართით გაგზავნილმა განცხადებამ საზოგადოების უდიდესი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ბევრმა საუბარი დაიწყო რუსეთთან დიპლომატიური კავშირების აღდგენის შესახებ, ბევრს სწამს, რომ მოსკოვის დახმარებით შესაძლებელია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის გადაჭრა. აუცილებელია, კარგად გავიაზროთ რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების ისტორია, რისთვისაც ქვემოთ რამდენიმე დოკუმენტს და ფაქტს გაგახსენებთ. დასკვნები მკითხველმა თავად გამოიტანოს.  …

„კირიონ კათოლიკოსის წირვა და სიონის წაბილწვა“

1917 წელს საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია აღიდგინა და იმავე წლის  17 სექტემბერს დაინიშნა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის არჩევნები. არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა კირიონ საძაგლიშვილმა.  მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა სასულიერო პირებმა უზარმაზარი ღვაწლი გასწიეს ავტოკეფალიის მოსაპოვებლად, დოკუმენტები და მასალები, მოგონებები გვაჩვენებენ, რომ მათ შორის ერთსულოვნება დარღვეული იყო. კირიონ კათალიკოსის წინააღმდეგ აქტიურად მიმდინარეობდა კამპანია, ბრალს სდებდნენ დიქტატორობაში, სიმდიდრისადმი მიდრეკილებაში და…

ჯონ რაიკნერის საქმე

  ჯონ რაიკნერის ჩვენება, რომელსაც ემოსა ქალის ტანსაცმელი, კავდებოდა სექსით სტუდენტებთან, ფრანცისკანელ ძმებთან, კაპელანებთან, მონაზვნებთან და სხვადასხვა კაცებთან და ქალებთან ლონდონში 1394 წელს. პროსტიტუციისადმი დამოკიდებულება ყველა დროში იცვლებოდა, თუმცა უფრო ნეგატიურ საქმედ მიიჩნეოდა, ვიდრე – დადებითად. ამ მხრივ, საინტერესოა, შუა საუკუნეები, სადაც პროსტიტუცია გამოკვეთილად ნეგატიურ ხასიათს ატარებდა. თუმცა, არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც პროსტიტუციას დადებითად უყურებდნენ, განსაკუთრებით…

ქეთევან სიხარულიძე: ლენინის გარდაცვალება და ქართული საზოგადოება

1921-1924  წლებში  საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები თანამედროვე ისტორიოგრაფიაში გარკვეული თვალსაზრისით შესწავლილია. განსაკუთრებით აღსანიშნავია,  ამ პერიოდში მომხდარი ანტისაბჭოთა აჯანყებები და საბჭოთა რეპრესიები.  თუმცა, ჩვენი აზრით, საბჭოთა საქართველოს სჭირდება კომპლექსური შესწავლა. დასავლურ ისტორიოგრაფიაში საბჭოთა კავშირის კვლევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.  საბჭოთა კავშირის დროს თუ ახალი და უახლესი ისტორიის მკვლევრები იძულებული იყვნენ  ლენინზე და ლენინიზმზე ესაუბრათ და არ შეეძლოთ…

ნოდარ ჩხაიძე: „ჟურნალი ,,ნიანგი’’ საქმოსნების წინააღმდეგ 1972-1985 წ.წ.“

საბჭოთა კავშირში   განსაზღვრული იყო რა როლი უნდა ჰქონოდა სატირას: საბჭოთა სატირა მსგავსად სხვა ლიტერატურული ჟანრებისა, მოწოდებულია ემსახუროს სოციალისტური საზოგადოების მშენებლობის საქმეს. ჩვენი კლასობრივი მტრების, წარმოების დეზორგანიზატორების, ბიუროკრატებისა და ინტერვენტების სასაცილო მდგომარეობაში წარმოდგენა, აი, რა უნდა იყოს საბჭოთა სატირის თემატიკა, წერდა გაზეთი „კომუნისტი“.  სატირული  ჟურნალი  „ნიანგი“ ყოველთვის იდგა საბჭოთა ნორმების დამკვიდრებისათვის ბრძოლის ავანგარდში. ხელისუფლების მიზანი იყო,…

მეუფე იოანე ანანიაშვილის წერილები

  ბლოგზე წარმოგიდგენთ მთავარეპისკოპოსის, იოანე ანანიაშვილის მიმოწერას ჩემს დიდ ბებიასთან, რომელიც ეპისკოპოსის სულიერი შვილი იყო. წერილები ინახებოდა ჩემს ოჯახში და ფართო საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი იყო. წერილები სავსეა ადამიანური გრძნობებითა და განცდებით. ჩანს, თუ როგორ მიატოვეს სასულიერო პირებმა და საპატრიარქომ განსაცდელში მყოფი ეპისკოპოსი, ნაცვლად თანადგომისა, პრაქტიკულად მარტოობისთვის გაწირეს. აღსანიშნავია, რომ მთავარეპისკოპოსს ბრალად დასდეს ჰომოსექსუალობა, რაც გახდა…

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, კირიონ II-ს წერილი რომის პაპს, ბენედიქტე XV-ს

  უწმიდესო და უნეტარესო მამაო! უძველესსა საყდარსა საქართველოისა საკათოლიკოზოისასა, რომელსა 1811 წლითგან ვიდრე მოაქამომდე განაგებდეს ექსარხოსნი რუსეთის ეკლესიისანი, ათშვიდმეტსა სეკტენბერსა მიმდინარის წლისასა, აღრჩევითა მორწმუნისა ერისა და სამღდელოისა დასისაითა, აღყვანილ იქმნა უღირსებაი ჩემი. აღსრული საყდარსა ამას ზედა „მოვიხსენებ დღეთა პირველთა და ვიწურთი ყოველთა მიმართ საქმეთა“ (ფსალ. 14, 25) უნეტარესთა მწყემსმთავართა ჰრომისათა. განგებამან ღმრთისამან არა უცხო ქმნა…

ისტორიკოსის შეცდომა

ამბობენ, რომ ჭკვიანი ადამიანი სხვის შეცდომებზე სწავლობსო, ბრიყვი კი თავის შეცდომებზეო. ადამმაც დაუშვა შეცდომა და ეს იყო აკრძალული ხილის მირთმევა. „დეკა რეკორდსმაც“ −  „ბითლზებს“ უარი განუცხადა ალბომის ჩაწერაზე. ნაპოლეონი თვლიდა, რომ რუსეთს ზამთარში დაიპყრობდა, ხოლო ჰიტლერი მიიჩნევდა, რომ ამას ნაპოლეონზე უკეთ შეძლებდა, აქ ორივე შეცდა. რაც შეეხება ისტორიკოსს, მისი უდიდესი შეცდომა − პროფესიის გამხელაა.            …

მარკიზ დე სადის ტფილისი

ის ქადაგებდა აბსოლუტურ თავისუფლებას, რომელიც არ დაექვემდებარებოდა არანაირ მორალს, რელიგიას, სამართალს და უმთავრესი ღირებულება მხოლოდ პირადი ტკბობა იქნებოდა.  იგი განსაკუთრებული თავისი ნაწარმოების ხარჯზე გახდა, რომელშიც ძალმომრეობასა და პორნოგრაფიის ამსახველ პასაჟებს უმთავრესი ადგილი ეჭირათ. მისი სახელიდან გამომდინარე ფსიქიატრმა რიჩარდ ფონ კრაფტ-ებენგმა შემოიღო სიტყვა „სადიზმი“, რაც ნიშნავს სხვისადმი ტკივილის მიყენებით გამოწვეულ სიამოვნებასა და „სექსუალურ აღგზებას“. ეს ადამიანი…

ჯორდანო ბრუნო ინკვიზიციის წინაშე

*** 1600 წლის 17 თებერვალს, რომში, ყვავილების მოედანზე ჯორდანო ბრუნოს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ორ საუკუნეზე მეტ ხანს პროცესის გარემოებებსა და ბრუნოს სიკვდილით დასჯაზე არაფერი იყო ცნობილი. ვენეციისა და რომის ინკვიზიციის არქივის მასალები, რომლებიც ამ პროცესს ეხებოდა, მკვლევართათვის მიუწვდომელი იყო. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კათოლიკური ეკლესიის აპოლოგეტები იმასაც აცხადებდნენ, რომ სიკვდილით დასჯას ადგილი არ ჰქონდა. 1885 წელს გამოქვეყნდა…

ერთი დოკუმენტი ალექსანდრე სოლჟენიცინის შესახებ

            2008 წლის 3 აგვისტოს, საკუთარ სახლში, გულის უკმარისობის გამო 89 წლის ასაკში გარდაიცალა რუსი მწერალი, საზოგადო მოღვაწე, მოაზროვნე და ნობელის პრემიის ლაურიატი, ალექსანდრე სოლჟენიცინი. სოლჟენიცინი საინტერესო პიროვნებაა: თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში ებრძოდა საბჭოთა კავშირში გამეფებულ უსამართლობებს და ხელისუფლებას დაუღალავად ამხელდა. ალექსანდრე სოლჟენიცინი 1918 წელს, ქ. კისლოვოდსკში დაიბადა. მამა, ისააკ სოლჟენიცინი პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა….