ერთი დოკუმენტი ალექსანდრე სოლჟენიცინის შესახებ

a907d7a178aa63bb1180d1d6dac

            2008 წლის 3 აგვისტოს, საკუთარ სახლში, გულის უკმარისობის გამო 89 წლის ასაკში გარდაიცალა რუსი მწერალი, საზოგადო მოღვაწე, მოაზროვნე და ნობელის პრემიის ლაურიატი, ალექსანდრე სოლჟენიცინი.

სოლჟენიცინი საინტერესო პიროვნებაა: თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში ებრძოდა საბჭოთა კავშირში გამეფებულ უსამართლობებს და ხელისუფლებას დაუღალავად ამხელდა.

ალექსანდრე სოლჟენიცინი 1918 წელს, ქ. კისლოვოდსკში დაიბადა. მამა, ისააკ სოლჟენიცინი პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა. ომიდან დაბრუნებული ისააკი ნადირობის დროს გარდაიცვალა. დედა, ტაისია შჩერბაკი, ყუბანელი მდიდარი ოჯახიდან იყო.

1941 წელს როსტოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დაამთავრა;

1941 წელს გაიწვიეს ჯარში და იბრძოდა მეორე მსოფლიო  ომში. 1941 წლიდან 1945 წლამდე რიგითიდან კაპიტნის წოდებამდე ამაღლდა;

1945 წლის 27 ივლისს დააპატიმრეს სტალინის კრიტიკისათვის პირად წერილებში და მიუსაჯეს 8 წლიანი პატიმრობა  შრომით-გამოსასწორებელ ბანაკში;

1953  წელს გაანთავისუფლეს, თუმცა აეკრძალა საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილი ცხოვრება;

1956 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოხდა სოლჟენიცინის რეაბილიტაცია;

1959 წელს სოლჟენიცინმა დაწერა ცნობილი მოთხრობა − „ივან დენისოვიჩის ერთი დღე“, სადაც აღწერილია პატიმრის ცხოვრების დღე. სოლჟენიცინის ამ ნაწარმოებიდან ჩანს, თუ რა მძიმე მგომარეობაში იმყოფება პატიმარი, თუმცა ყოველივეს მიუხედავად, ის ინარჩუნებს ადამიანის სახეს;

1969 წელს სოლჟენიცნმა დაასრულა მუშაობა წიგნზე − „არქიპელაგი გულაგი“, რომელშიც ძალიან კარგად ჩანს მდგომარება ბანაკებსა და ციხეებში. ამ ნაწარმოების გამო სოლჟენიცინი გააძევეს მწერალთა კავშირიდან, თუმცა მისი ეს შედევრი მსოფლიოს არ გამორჩენია და 1970 წელს მას მიანიჭეს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში;

სოლჟენიცინის პიროვნება მიუღებელი აღმოჩდა საბჭოთა კავშირისთვის, ამიტომა 1974 წელს მას ჩამოართვეს სსრკ-ს მოქალაქეობა და გააძევეს ქვეყნიდან. სოლჟენიცინი გერმანიაში გადაასახლეს, შემდეგ შვეიცარიაში გადასახლდა და ბოლოს ამერიკაში. მიუხედავად ყველაფრისა, სოლჟენიცინისთვის დასავლური გარემო არ იყო მშობლიური, ამიტომაც სურდა რუსეთში დაბრუნებულიყო. სოლჟენიცინის სურვილი, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყო 1994 წელს ახდა.

დღეს გვსურს გამოვაქვეყნოთ სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის დოკუმენტს, საიდანაც ძალიან კარგად ჩანს, თუ როგორი დამოკიდებულებაა სოლჟენიცინისადმი სსრკ-ში. დოკუმენტიდან ვარკვევთ, თუ როგორ ცდილობდენ ევროპელები სოლჟენიცინისათვის ხმების „მოგროვებას“, რათა მისთვის მიენიჭებინათ ნობელის პრემია.

 

                          С С С Р                          

                      К О М И Т Е Т

ГОСУДАРСТВЕННОЙ  БЕЗОПАСНОСТИ

       при СОВЕТЕ МИНИСТРОВ СССР

8 “  ИЮЛЯ   1970

1835-А

гор. Москва

 

                С е к р е т н о

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი მიერ მოწოდებული ცნობებით, დასავლეთში მიმდინარეობს კამპანია, რომ ა. სოლჟენიცინს მიენიჭოს ნობელის პრემია.

კერძოდ, ფრანგული საზოგადოება − „ხელოვნება და პროგრესმა“ 1970 წლის ივნისში 30-ზე მეტ საბჭოთა მწერალს გაუგზავნა წერილები, რათა ამ წინადადებაზე მხარი დაეჭირათ.

საზოგადოება „ხელოვნება და პროგრესის“ შესახებ ცნობილია, რომ მისი წარმომადგენლები, ბოლო დროს, შეეცადნენ დაკავშირებნენ ზოგიერთ ანტისაბჭოთა ელემენტს მოსკოვში, კერძოდ, პ. იაკირს.

სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის მიერ იქნა მიღებული ზომები, რათა მსგავსი გზავნილების მასობრივი გავრცელება არ მომდარიყო ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებში.

დაცულია ინფორმაციის თანმიმდევრულობა. წერილის ასლი თან ერთვის.

სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენელი

ანდროპოვი

 

ART ET PROGRÈS

 

          პარიზი, 1970 წ. 3 ივნისი

 

თქვენთვის, რა თქმა უნდა, ალექსანდრე ისააკის ძე სოლჟენიცინის სახელი ცნობილია. მწერლების უმეტესობა, სპეციალისტები და ლიტერატურის კრიტიკოსები, როგორც დასავლეთის ქვეყნების, ასევე საბჭოთა კავშრის, თვლიან მას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ რუს მწერლად. სოლჟენიცინი − ავტორია, რომელიც სარგებლობს უდიდესი პოპულარულობით მსოფლიო მკითხველში. 1969 წელს მას საფრანგეთში მიენიჭა „პრემია საუკეთესო უცხოური რომანი“.

სოლჟენიცინი აგრძელებს რუსული ლიტერატურის საუკეთესო ტრადიციებს. რომანებში „ივან დენისოვიჩის ერთი დღე“, „კიბოს კორპუსი“, „წრე პირველი“, „მატრიონას ეზო“ „მინიატურები“ და სხვა მოთხრობები და პიესები, სადაც ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ადამიანში არის ადამიანური, ჰუმანურობაზე, ჭეშმარიტების პრობლემებზე, სამართლიანობაზე. მისი შემოქმედება ძალიან მხატვრულია და ზუსტად აღწერს რუსი ხალხის სულიერ სახეს. მისი სტილი − ინდივიდუალური და ცოცხალია, ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული პროზაიკოსების სტილი.

სოლჟენიცინის შემოქმედება ღირსია მსოფლიო აღიარების: ნობელის პრემიას ლიტერატურის დარგში.

შვედეთის  აკადემიამ  კეთილმოსურნედ  გამოეხმაურა ჩვენს  წინადადებას  და თქვა,  რომ  კანდიდატები  შესაძლოა იყვნენ  წარდგენილები ყველა  ქვეყნის  აკდემიის წევრების  მიერ, ამავე  ქვეყნების კულტურის, ხელოვნების  და მეცნიერების მოღვაწეების და მწერლების  მხარდაჭერით.

ამის გათვალისწინებით, ჩვენი მოწოდების პასუხად მივიღეთ რამდენიმე ათეული წარმატებული ფრანგი მწერლის, აკადემიკოსებისა და პროგრესული ინტელიგენციის ხელმოწერა, რომლებიც უსიტყვოდ უჭერენ მხარს სოლჟენიცინის კანდიდატურას.

ხელმოწერების შეგროვება ჯერ არ დასრულებულა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში მივიღებთ უფრო მეტ ხელმოწერას საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში.

ამ მომენტისათ ხელმომწერთა შორის არიან:

საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრები: რენე კლერი, ვლ. ც-ომერსონი, პიერ ა. სიმონი;

საფრანგეთის ინსტიტუტის წევრები:  რენე პუარე, პოლ ლევი, გაბრიელ მარსელი, რეიმონ არონი, პროფ. ტრუო;

გონკურის აკადემია: არმან ლანუ;

მწერალთა სინდიკატის წარმომადგენელი: ლეო მალე;

ფრანგი პოეტების საზოგადოების ვიცე-წარმომადგენელი: შარლ ვიდრაკი;

მწერლები: ირენ მონეზი/პრემია „ფემინას“ ლაურიატი, ა. ნიელი, ლე. პორე, ა. პიო, მემი;

ტულუზის ფილოლოგიური ფაკულტეტის დეკანი: ფოშე;

პროფესორები: ლორან შვარცი, ფ. ბლუში;

ყოფილი მინისტრი: ნეჟელინი;

ჟურნალისტები: ჟან გრანმუჟენი, გი ვინატრელი;

ამერიკელი მწერალი: მერი მაკარტი და სხვ.

 

საბჭოთა   მწერლებისადმი  მიმართვისას, რომელთაგანაც  ბევრი  უკვე  გამოდიოდა ა.  სოლჟენიცინის  მხარდასაჭერად, ჩვენ  ვთხოვთ  მათ მხარი  დაუჭირონ  ჩვენს  ინიციატივას და  შეუერთონ  თავიანთი  ხმა  ფრანგული  ინტელიგენციის იმ  გამოჩენილ წარმომადგენლების  ხმას, რომლებიც  ავრცელებნენ    მთელი  მსოფლიოს  ლიტერატურულ  და  ინტელიგენტურ  წრეებში აზრს − სოლჟენიცინისათვის  ნობელის  პრემიის  გადაცემის  შესახებ, ამ  აზრს  გამოთქვამდნენ  შეკრებებსა  და პირად  საუბრებში, აწვდიდნენ  ინდივიდუალურ  და ჯგუფურ  მოთხოვნებს შესაბამის  ინსტანციებში.

თუ თქვენ არ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შვედურ ადაკემიას მიმართოთ, გთხოვთ, ხელი მოწეროთ ქვემოთ წარმოდგენილ ტექსტს და გამოგვიგზავნოთ ჩვენ: ჩვენ  მას გადავაგზავნით დანიშნულებისამებრ. ჩვენ ასევე მადლიერები ვიქნებით, თუ გაგვიზიარებთ თქვენეულ მოსაზრებებს ჩვენი ინიციატივის შესახებ, გვირჩიეთ, თუ კიდევ ვის მივმართოთ.

პატივისცემით,

საზოგადოების გენ. მდივანი

ტერეზა ბასკენი

            მე, ქვემოთ ხელმომწერი, მხარს ვუჭერ ფრანგული საზოგადოების, „არ ე პროგრეს“ წინადადებას − ა. ი. სოლჟენიცინის კანდიდატურის წარდგენას ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში.

რიცხვი:

ხელმოწერა:“

მიუხედავად სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის მცდელობა, რომ სოლჟენიცინს არ მიეღო ნობელის პრემია, წარუმატებელი აღმოჩნდა და 1970 წლის ოქტომბრის თვეში მას მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში, მაგრამ სოლჟენიცინი არ გაუშვეს, რათა პრემია მიეღო. ალექსანდრე სოლჟენიცინმა პრემიის მიღება მხოლოდ 1974 შეძლო, როდესაც საბჭოთა კავშირიდან უკვე გაძევებული იყო.

 

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s