ჯორდანო ბრუნო – ჰელიოცენტრიზმის მსხვერპლი? (ნაწილი პირველი)

           

1600 წლის 17 თებერვალს, რომში, ყვავილების მოედანზე ჯორდანო ბრუნოს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. სასკოლო სახელმძღვანელოებს თუ გავიხსენებთ ვნახავთ, რომ ჯორდანო ბრუნოს იხსენიებენ მსოფლიო დონის მეცნიერად, რომელიც შეეწირა კათოლიკურ ეკლესიასთან ბრძოლას. პოპულარული ვერსიის თანახმად, „მეცნიერებისათვის წამებული“ სიკვდილით დასაჯეს იმის გამო, რომ მხარს უჭერდა კოპერნიკის თეორიებს, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ქვემოთ ამის დამტკიცებას შევეცდებით.

ჰელიოცენტრიზმის მსხვერპლი

საზოგადოების გარკვეულ ფენებში ბრუნოს მიიჩნევენ მეცნიერად, თუმცა ეს არასწორია. იმის გასაგებად, მართლა იყო თუ არა ბრუნო მეცნიერი, საკმარისია, მის შრომებს გადავხედოთ, სადაც ვერ ვნახავთ მათემატიკისა და ასტრონომიის ენით დაწერილ ერთ გვერდსაც. ბრუნო არ აწარმოებდა მეცნიერულ კვლევებს, როგორც მისი თანამედროვენი (კოპერნიკი, გალილეო გალილეი და მოგვიანებით ნიუტონი). გარდა ამისა, მის სახელს არ უკავშირდება ერთი სამეცნიერო აღმოჩენაც. ალბათ, რთული წარმოსადგენი იქნებოდა ვინმეს ცოდნოდა ჯორდანო ბრუნოს სახელი, რომ არა მისი ტრაგიკული აღსასრული. თავგამოდებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჯორდანო ბრუნო არ დასჯილა თავისი მეცნიერული შეხედულებებისა და აღმოჩენების გამო, რადგანაც ისინი მას არ ჰქონდა.

დავუბრუნდეთ ქვეთავის სათაურს და გავაქარწყლოდ საყოველთაოდ დამკვიდრებული აზრი იმის შესახებ, რომ ბრუნო კოპერნიკისეული იდეების მხარდაჭერისათვის დასაჯეს.

შეუძლებელია, ამას ვერწმუნოთ, რადგანაც ბრუნო 1600 წელს დასაჯეს სიკვდილით, ხოლო კოპერნიკის შრომები აკრძალულ წიგნთა სიაში მხოლოდ 1616 წელს მოხვდა, მანამდე კათოლიკურ ეკლესიას არც კი გაუკრიტიკებია. პრობლემა უკეთ რომ გავაშუქოთ, განვიხილოთ მოვლენათა ქრონოლიგია:

1512 წელს კოპერნიკი ავრცელებს თავის ჩანაწერს ჰელიოცენტრიზმის შესახებ;

1533 წელს პაპი კლიმენტი VI-ის ხელში აღმოჩნდება ეს შრომა, რომელსაც მოიწონებს; 1542 წლის მარტში კოპერნიკი წიგნად გამოსცემს თავის შრომებს, ხოლო მაისში გარდაიცვლება;

1616 წელს კი შეაქვთ აკრძალულ წიგნთა სიაში;

როგორც ვნახეთ, კოპერნიკი თავისი იდეებისათვის არავის არ დაუსჯია, პირიქით, მისმა შრომებმა მხარდაჭერა ჰპოვა. აქედან გამომდინარე, ჩნდება შეკითხვა: შესაძლებელია თუ არა ბრუნო დაეწვათ კოპერნიკანელობისათვის? რა თქმა უნდა, არა.

ამ ფაქტს ისიც ამყარებს, რომ საყოველთაოდ ცნობილ გრიგორიანულ კალენდარს საფუძვლად დაედო კოპერნიკის შრომები. კოპერნიკი მიუღებელი რომ ყოფილიყო, მის შრომებს არავინ გაიზიარებდა.

ამასთანავე, ბრუნოს განაჩენის ოქმში არსად არაა საუბარი მისი სიკვდილის დასჯის მიზეზად ჰელიოცენტრიზმის იდეების მხარდაჭერა.

ზემოხსენებულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, კოპერნიკის შრომებს არანაირი გავლენის მოხდენა არ შეეძლო ბრუნოს განაჩენისათვის.

მაშინ რისთვის დასაჯეს ბრუნო?

ამის შესახებ ვისაუბრებთ სტატიის მეორე ნაწილში, სადაც წარმოვადგენთ დაკითხვის ოქმებს, თანამესაკნეთა ჩვენებებს და ა. შ.

გაგრძელება იქნება

Advertisements

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s